logo

About Title

About Text

Contact Title

logo
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
    • საიტის დამზადება
    • სოციალური მედია მენეჯმენტი
    • მენტორინგი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • სოციალური ქსელები
    • Facebook
    • Youtube
კონსულტაცია

HTML — ვებ საიტის დამზადების საფუძველი


საიტის დამზადება ნებისმიერი ვებ პროექტისთვის იწყება HTML-ით. HTML (HyperText Markup Language) არის ის ენა, რომლითაც ბრაუზერი “ესმის” და აჩვენებს ვებ გვერდებს.

HTML რა არის?

HTML არის მარკირების ენა — ის არ არის პროგრამირების ენა. HTML-ის საშუალებით განსაზღვრავ გვერდის სტრუქტურას: სათაურები, პარაგრაფები, სურათები, ბმულები და სხვა ელემენტები.

ყოველი HTML დოკუმენტი ასე გამოიყურება:

<!DOCTYPE html>
<html lang="ka">
  <head>
    <meta charset="UTF-8">
    <title>ჩემი პირველი საიტი</title>
  </head>
  <body>
    <h1>გამარჯობა, მსოფლიო!</h1>
    <p>ეს ჩემი პირველი ვებ გვერდია.</p>
  </body>
</html>

მნიშვნელოვანი HTML ტეგები

სათაურები:

<h1>მთავარი სათაური</h1>
<h2>ქვესათაური</h2>
<h3>მცირე სათაური</h3>

ტექსტი და ბმულები:

<p>ეს არის პარაგრაფი.</p>
<a href="https://example.ge">დააჭირე აქ</a>

სურათები:

<img src="photo.jpg" alt="ფოტოს აღწერა">

სიები:

<ul>
  <li>HTML</li>
  <li>CSS</li>
  <li>JavaScript</li>
</ul>

HTML სტრუქტურა — რატომ მნიშვნელოვანია?

სწორი HTML სტრუქტურა სამ მიზეზს ემსახურება:

  • SEO — Google უკეთ “კითხულობს” სტრუქტურირებულ კოდს
  • Accessibility — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის
  • სისუფთავე — სხვა დეველოპერებს უადვილებს კოდის გაგებას

დამწყებთათვის პრაქტიკული რჩევები

  1. VS Code გადმოწერე — უფასო, საუკეთესო კოდის რედაქტორი
  2. Live Server plugin დააყენე — ბრაუზერში ცვლილებები მყისიერად ჩანს
  3. ყოველი ტეგი დახურე — <p>ტექსტი</p> ✓
  4. alt ატრიბუტი სურათებს ყოველთვის დაუმატე — SEO-სთვის აუცილებელია

შეჯამება

HTML არის საიტის დამზადების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მისი საფუძვლების ცოდნის გარეშე შეუძლებელია CSS-ისა და JavaScript-ის სწავლა. დაიწყე პატარა პროექტებით და ნელ-ნელა გაართულე!

Tags :

  • HTML, HTML დამწყებებისთვის, საიტის დამზადება, საიტის შექმნა